თურქეთში მძლავრი მიწისძვრის შემდეგ, 4 წლის გოგო 91-საათიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს. Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქალაქ იზმირის მერმა განაცხადა.
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათასს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ეგეოსის ზღვაში შვიდბალიანი მიწისძვრის შედეგად 102 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 994 დაშავდა. თურქეთში დროებითი თავშესაფრებისთვის 3 500 კარავია გაშლილი.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ ქალაქები ბაირაკლი და იზმირი. ორშაბათს იზმირში მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ 3 და 14 წლის გოგოები იპოვეს. ორივე მათგანმა მიწისძვრის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა.
განმეორებითი ბიძგების საშიშროების გამო ათასობით ადამიანი კარვებში ათენებს ღამეს.