“შეაჩერეთ თვლა“, _ წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაწერა, რომ „თითოეული ხმა უნდა დაითვალოს“.
ხმების დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს ამერიკის რამდენიმე შტატში, რომელთა შედეგები არჩევნებისთვის გადამწყვეტი იქნება. მათ შორის არის ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია და პენსილვანია.
ტელეკომპანია „ფოქსის“ პროგნოზით, პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში ტრამპი ლიდერობს, ხოლო ნევადაში – ჯო ბაიდენი. ნევადაში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმას მოაგროვებს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.