8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის ,,ანტივირუსილი“ ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმეს სიტუაციამდე მიგვიყვანა. ამის შესახებ პოლიტიკური პარტია ,,გირჩი“ facebook გვერდზე წერს
,,გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა.
თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება.
შეზღუდვები ანადგურებს ეკონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს.
ასეთი მიდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება და რა არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი.
მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.
პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას.
მთავრობის მიერ შეზღუდვების არ მოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, მოგიწოდებთ ყველას 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის “ანტივირუსული” ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმესს სიტუაციამდე მიგვიყვანა.“ – წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
როგორც ცნობილი გახდა, დღეს, 7 ნოემბერს მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლის მიხედვით 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდი ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქვეითთა და ავტომობილთა გაადგილება შეიზღუდება. ასევე კერძო და მუნიციპალური ბაღებშიც წყდება აღმზრდელობითი პროცესი
ბოლო მონაცმებით, დღეს კორონავირუსის ინფიცირების 2 859 შემთხევავა დაფიქსირდა, 2 754 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა