თბილისის მერიის განცხადებით, მერიის სახელით უცნობი პირები ოჯახებს თანხის სანაცლოდ სადარბაზოების დეზინფეცირებას სთავაზობენ.
“დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.
გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია.
შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ”,_ აცხადებენ თბილისის მერიაში.