„ამ 8 წლის განმავლობაში ვერ გავიგე, მაგრამ, მგონია, რომ წარმოუდგენელი სიგიჟე იქნება ახლა მათი მხრიდან, რომ მოვიდნენ და ამ ხალხს დაშლა დაუწყონ. სამი ნაჭერი შეშა მოჰქონდათ და ამის გამო დაიჭირეს ახალგაზრდები. ნორმალურები არიან ახლა ესენი?
დაუმორჩილებლობას რაც შეეხება, მე ვიყავი ამის ერთ-ერთი ინიციატორი. „სირცხვილია“ გამოვიდა ინიციატივით, პარტიებიდან მე ვიყავი ინიციატორი, სხვა პარტიებმაც მხარი დაუჭირეს და დავარღვიეთ ის ვითომ, რეგულაცია, რომელიც უკანონოა და სინამდვილეში პანდემიის შეკავებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მოტივირებულია პოლიტიკურად.
„გირჩი“ კორონავისურთან დაკავშირებულ რეგულაციების გაზაფხულიდან მოყოლებული ისედაც არ ემორჩილებოდა, თუმცა, ეს სხვა პარტიებისთვის სიახლეა“, _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე.