ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების 16 შემთხვევიდან ზოტში 3, ერკეთში 1, ზომლეთში 5, ჩხაკაურაში 2, ჭაჭიეთში 1, ზემოფარცხმაში 2, საჭამიასერში 1, ქვენობანში 1 შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურში გვითხრეს, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა ბინაზე მკურნალობას ექვემდებარება. სასიცოცხლო საფრთხე არცერთი პაციენტს არ ემუქრება. ამ დროისთვის გადასაყვანი მხოლოდ 1 კოვიდინფიცირებულია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამძიმდა.
ჩოხატაურში სულ კორონავირუსით ინფიცირების 180 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა- 85-ზე მეტი ადამიანი.