დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა.
BBC ინფორმაციით, აღნიშნული პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია.
როგორც პრემიერი Twitter-ზე წერს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, მაგრამ დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის. მუშაობას კი დაუნინფ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას სახლიდან აგრძელებდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 6 აპრილს, საავადმყოფოს ინტესიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მან 3 დღე რეამინაციულ განყოფილებაში გაატარა, რომლის დატოვების შემდეგ ექიმებს მადლობა გადაუხადა.