ოზურგეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა და მეორე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში (შემოქმედის თემი).
ორივე მათგანს ჰქონდა თანმდევი დაავადებები.
ერთ-ერთი მათგანი 55 წლის იყო, რომელიც აჭარაში სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა.
“სოფლის ეს ამბავი დიდი ტრაგედია. ყველანი პატივს ვცემდით ამ ადამიანს და ისიც ძალიან ყურადღებიანი და საუკეთესო მოქალაქე იყო.
როგორც კი დაუდგინეს კოვიდე ეგრევე მოხდა მისი გადაყვანა ბათუმში. დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა. ის აჭარაში ერთ-ერთი სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. “ – გვითხრა სოფელ ბოხვაურის მკვიდრმა.