საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ახალი პოსტს აქვეყნებს.
ამჯერად ის იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც კორონავირუსის მქონდე ადამიანებზე ქილიკობენ.
„კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) _ საზღვრის შემჩნევაა.
ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა: ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“.
შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე… მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც _ მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე.
წარმოუდგენელი და ამაზრზენი!
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“ _ წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე.