მარტვილის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი “გურია ნიუსს” მარტვილის რესურსცენტრში დაუდასტურეს. მათი თქმით, გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორი გარდაცვლილი საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა იპოვეს.