ცენტრალურ ამერიკაში შტორმ იოტას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შტორმმა მდინარეების ადიდება და იმ სოფლების დაზარალება გამოიწვია, რომლებსაც ზიანი 2 კვირის წინ ქარიშხალმა ეტნამ მიაყენა.
ამ დროისთვის შტორმი იოტა შესუსტებულია, მაგრამ გრძელდება ძლიერი წვიმა.