ეგვიპტელმა მყვინთავმა წყალქვეშ 6 დღე გაატარა, რის შედეგადაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას news18 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის სადამ ალი კილანიმ წითელ ზღვაში 145 საათი და 30 წუთი დაჰყო.
როგორც ცნობილია, კილანი წყლისქვეშ 150 საათის გატარებას აპირებდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მან გააუმჯობესა თურქი მყვინთავის ჯემ ქარაბაის რეკორდი. ქარაბაიმ 2016 წელს წყალქვეშ 142 საათი და 47 წუთი გაატარა.
ახალი რეკორდი, რომელიც დაადგინა ეგვიპტელმა მყვინთავმა, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ.