გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების – 127 შემთხვევა გამოვლინდა.
სულ საქართველოში ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა არის 93 092, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 73 877, გარდაცვლილია 853 ადამიანი.