აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა, _ ამის შესახებ ინფორმაციას CNN ბაიდენის გარდამავალი გუნდის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა.
ასევე, ბაიდენმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ჯეიკ სულივანი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი იყო.
აშშ-ის შიდა საფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯო ბაიდენმა ალეხანდრო მაიორკასი წარადგინა, რომელიც პრეზიდენტ ობამს მმართველობის დროს შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე იყო.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე – ევრილ ჰეინსის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც პირველი ქალი იქნება აღნიშნულ პოსტზე, წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს თანამდებობა ეკავა.
ბაიდენმა, გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე, ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც ობამას ადმინისტრაციის დროს აფრიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო. ხოლო კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად კი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი წარადგინა.
ცნობისთვის, წარდგენილი კანდიდატებიდან, რამდენიმეს დასამტკიცებლად საჭიროა სენატის თანხმობა.
როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა მოიგო, რომელსაც კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.