ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან. შეხვედრა კელი დეგნანის რეზიდენციაში ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველი აუდიენცია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან ამ წუთებში იმართება. შალვა ნათელაშვილი ამბობს რომ ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის და არსებულ რეალობაში პარლამენტში არ შედის.
„პოლიტიკურ კრიზისს რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა,მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს“, _ განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.
დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.