ფონდ “გურულ დღიურებს“ ახალი ბენეფიციარი ჰყავს. საქართველოოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის და “გურული დღიურის“ დამფუძნებლის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, სტიპენდია ამჯერად კლუბ “ლანჩხუთის“ ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელს ანა გობრონიძეს გადაეცემა.
ანა ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთში“ ორი წელია თამაშობს, მანამდე კი სკოლის შეჯიბრებებსა და სპორტულ თამაშებში აქტიურად მონაწილეობდა.
“ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო. გოგოებმა და ნაკრების ხელმძღვანელობამ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს ბედნიერი წუთები ყოველთვის დამამახსოვრდება.“ _ გვითხრა ანა გობრონიძემ.
ანა გობროინძემ დღეს გაიგო, რომ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდა.
“ნამდვილად სასიხარულო ამბავია და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” სტიპენდიანტი”, სატელეფონო ზარი”, _ გვითხრა ანა გობრონიძემ.