„პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები“, _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს.
„ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით და ქმედებებით ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რაც ჩვენში არასოდეს ყოფილა.
ეკონომიკას მომავალი აღარ აქვს;
ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ;
სოციალური აფეთქება კი, ყველაზე მძიმე აფეთქება იქნება, იმიტომ რომ, შიმშილი ის მოცემულობაა, რომელიც ადამიანებს სახლში არ/ვერ დატოვებს.
ამდენი მშიერი ადამიანი ქუჩაში კი, ეს იქნება კატქსტროფა, ქვეყნის დანგრევა, აბსოლუტური უპერსპექტივობა.
მოკლედ, დღეს მივექანებით 90-იანი წლებისკენ, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველაფერი ვალშია და არც არანაირი დახმარების პერსპექტივა არსებობს და არც სამუშაო ადგილების შექმნის.
ეკონომიკასთან მიმართებაში „ოცნების მთავრობა“ გადაწყვეტილებას იმიტომ ვერ იღებს, რომ მათთვის ძირითადი მაინც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია და არა ხალხთან მიმართებაში სწორი მოქმედება.
ოპოზიცია კი იმდენად მიუღებელია მათთვის და განსხვავებული აზრის მოსმენა იმდენად უჭირთ, რომ არა მარტო „ამაყად“ აპირებენ ერთპარტიულ, კომკავშირულ პარლამენტში შესვლას, პანდემიის გავრცელებასაც კი, ოპოზიციას აბრალებენ!
ანუ, როგორც ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს განსხვავებული აზრის მოსმენას, ზუსტად ისევე მოქმედებენ „ოცნების“ ჩინოვნიკები, მაგრამ ისინიც ხომ პატარა ბიძინები არიან…