ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური “ნოკ-აუტის” პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი “ლანჩხუთის” მეტოქე “როსენგარს” 8 დეკემბერს გასამართი მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარება სურს, _ამის თაობაზე ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს შვედურ გამოცემა svt.se- ზე დაყრდნობით.
” შვედეთის მთავრობის მითითების მიხედვით, 31 იანვრამდე საქართველოში ჩამოსვლა რეკომენდირებული არაა, სწორედ ამიტომ, შვედურ მხარეს ნეიტრალური ადგილი ერთადერთ რეალურად ალტერნატივად მიაჩნია.”-ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ირკვევა, მატჩის ჩატარების ალტერნატულ ადგილებად პოლონეთი, საბერძნეთი და კვიპროსი განიხილება. “არ ვიცი საუკეთესო გზა რა შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, საქართველოში თამაში კარგი იქნებოდა. თუმცა, დღევანდელი შეზღუვების გათვალისწინებით, ნეიტრალური გეგმა ერთადერთი ალტერნატივაა,”– ასეთია “როსენგარის” სპორტული დირექტორის ტერესა სერგანის პოზიცია.
შვედური მხარე ნეიტრალურ მოედანზე თამაშს ითხოვს და ჯერ გაურკვეველია, ზუსტად სად გაიმართება მატჩი.