ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.
კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 15,1%-დან 14,9%-მდე შემცირდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ძირითადა ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, ოქტომბერში მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,5%-ს, სექტემბერში კი ეს მაჩვენებლი იყო 18,4%.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, მცირედით, 11,2%-დან 11,3%-მდე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, თუ სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,7%-ს, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6,8%-მდე გაიზარდა.
წყარო: ინფორუსთავი