ცოტა ხნის წინ, ლანჩხუთში, სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა შეფერხებული იყო. მძიმეწონიანი ავტომობილის შეჯახებით გაზსადენი მილი დაზიანდა. “სოკარ გაზის” თანამშრომლებმა კი მილი გადაჭრეს, რამაც გზაზე გადაადგილება შეზღუდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა აღნიშნულ ადგილზე, ზეგაბარიტული ტვირთით მოძრავი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ბუნებრივი აირის მილი მწყობრიდან გამოდის. ამჟამად, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება უახლოეს დროში აღუდგება.