სამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით კოვიდ-19-ით დაინფიცირების 1 336 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 272 პირი, გარდაცვლილი- 12.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კი სამტრედიაში დადებითი პასუხი 42 მოქალაქეს მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.
თევზაძის ინფორმაციით, სამტრედიაში თვითიზოლაციაში იმყოფება 272 ადამიანი.