მცენარეების წყალობით ადამიანები უფრო შემოქმედებითად ფიქრობენ – ზოგადად, მწვანე ფერი ადმაიანის გონებაზე, ტვინის მუშაობის ხარისხზე დადებითად მოქმედებს. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ ოთახში ადამიანს აქვს მცენარეები, ან ოფისში, სადაც მუშაობს ოთახის მცენარეები დგას, ის უფრო კრეატიული ხდება.
გონება ნათელია და პრობლემებიდან გამოსავალს ადამიანები მარტივად პოულობენ – თუ გარშემო ოთახის მცენარეები გაქვთ, უფრო პროდუქტიულები ხართ, ისინი აუმჯობესებენ განწყობას და გავსებენ ენერგიით. მცენარეებით სავსე ოთახში მუშაობა ადამიანს გაცილებით უფრო ენერგიულს ხდის, ვიდრე ყავის მირთმევა.
ადამიანის საქმიანობა უფრო პროდუქტიულია – მცენარეებს აქვთ უნიკალური ძალა დაგმუხტონ დადებითი ენერგიით, შეგმატონ სამუშაო განწყობა. კვლევის მიხედვით, როცა ოფისი ოთახის მცენარეებითაა სავსე, იქ მომუშავე ადამიანების მუშაობის ხარისხი 14%-ით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე იმ ადამიანების, რომელთა სამუშაო გარემოშიც მცენარე საერთოდ არ არის.
ოთახის მცენარე გვეხმარება სტრესის დამარცხებაში – კორეაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მცენარეები დადებითად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ოთახში, სადაც თუნდაც ერთი მცენარეა, ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, მარტივად ამარცხებს სტრესს და განტვირთვის პროცესიც უფრო ეფექტურია.
მცენარეების საშუალებით ადამიანი ამარცხებს შფოთვას – კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ოთახში მცენარეების სიმრავლეა, ადამიანს საერთოდ არ აწუხებს შფოთვა და ის უფრო გამძლე ხდება სტრესული სიტუაციებისადმი. მცენარეებით სავსე გარემოში ყოფნას ერთგვარად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.