ამ დროისთვის, ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 310 ადამიანია სულ გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სულ გამოვლენილია ინფიცირების 468 შემთხვევა, გარდაცვლილია 4 ინფიცირებული.
ამჟამად აქტიურია 154 შემთხვევა.
დღეს ჩატარებული პსრ ტესტების პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.




































































