“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს ნიძლავს სთავაზობს: თუ მარტო იქნება 11 დეკემებერს ქართული ოცნება პარლამენტში, გადაიპარსოს თავი, თუ ერთი ოპოზიციონერი მაინც იქნება, გადავიპარსავ მე – მიმართა უგულავამ “მთავარი არხის” ეთერიდან პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს.
ირაკლი კობახიძე დღესაც, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდგ ამტკიცებდა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა:
“თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ ავამოქმედებთ ამ მექანიზმებს, ანუ ჩვენ მეტ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს, იმისათვის, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში – ამბობს კობახიძე.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი ელჩების მონაწილეობით, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში დღეს შედგა, თუმცა ისევ შედეგის გარეშე დასრულდა და დაანონსებულია მეხუთე შეხვედრა.