დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეთექვსმეტედფინალში ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ თბილისში ლოკომოტივის სათადარიგო მოედანზე შვედეთის „როზენგრადს“ უმასპინძლა და როგორაც იოლად პროგნოზირებადი იყო, მარცხი განიცადა.
ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაირკვა ყველაფერი, როცა სტუმარმა გოგონებმა ექვსი უპასუხო გოლი გაიტანეს, მეორეში კი ერთი დაამატეს და საბოლოოდ, შვიდით ნული მოიგეს.
რა თქმა უნდა, ენა არავის მოუბრუნდება ლანჩხუთელ გოგონებზე რაიმე ძვირი თქვას, რეალობა მწარეა, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა გოგონათა ქართულ ფეხბურთსა და შვედურს შორის.