დიდხანს ჯდომა სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. შესაძლოა, ამას თავიდან ვერ აცნობიერებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები იჩენს თავს.
დეფორმირდება კუნთოვანი სისტემა – ამ დროს სუსტება ადამიანის კუნთოვანი სისტემა. დიდხანს ჯდომა იწვევს ზურგის, ხერხემლის ტკივილს.
პრობლემები გვექმნება ფეხებზე – როცა დიდი ხნის განმავლობაში სხედხართ, როგორც უკვე ვთქვით, სისხლის ცირკულაციის რეჟიმი ირღვევა. შედეგად ჩნდება ვარიკოზი. ასევე, როცა ფეხები არააქტიურია, სუსტდება ფეხების ძვლოვანი სისტემა.
ტვინის დაზიანება – როცა დიდი დროის განმავლობაში ზიხართ კომპიუტერთან, ან ტელევიზორთან, შდეგად ირღვევა სისხლის ცირკულაციის ჯანსაღი რეჟიმი. ორგანიზმს და ტვინს არ მიეწოდება საჭირო რაოდენობით ჟანგბადი. სწორედ ამიტომ, ტვინის მუშაობის ხარისხი ეცემა და ადამიანს აღარ შეუძლია მკაფიოდ ფიქრი, მოვლენების გაანალიზება და კარგავს სხარტად აზროვნების უნარს.
შესაძლოა დეფორმირდეს ადამიანის აღნაგობა, მისი სილუეტი – როცა კომპიუტერთან ვსხედვართ, როგორც წესი, მხრებში მოხრილები ვართ. გვტკივდება კისერი და მხრები და დეფორმირდება აღნაგობა.
ავადდება ორგანოები – წარმოიქმენა გულ-სისხლძარღთა პრობლემები, იზრდება კიბოს გაჩენის რისკი. ეს ასევე იწვევს ჭარბწონიანობასა და დიაბეტს.