ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ და ღამეებს ათენებენ ადრეული სიკვდილის დიდი რისკის ქვეშ არიან – ასეა ნათქვამი ახალი კვლევის დასკვნაში.
კვლევის თანახმად იმ ადამიანებში, რომლებიც ღამით გვიანობამდე არ იძინებენ 10%-ით მაღალია გარდაცვალების რისკი, მათთან შედარებით, ვისაც ძილის მოწესრიგებული რეჟიმი აქვს.
კვლევამ აჩვენა, რომ ადმიანებში, რომლებიც გვიან იძინებენ, ჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები, დიაბეტი, თავს იჩენს სუნთქვის პრობლემები, უჭირთ გონებრივად ჩვეული აზროვნება, უქვეითდებათ მეხსიერება.
კვლევის თანაავტორი, პროფესორი კრისტენ ნათსონი წერს, რომ ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ, ნაკლებ პროდუქტიულები და ნაკლებად შრომისუნარიანები ხდებიან და ბევრი მიმართულებით უქვეითდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როცა ადამიანი გვიან იძინებს, ის დილასაც გვიან იწყებს. კვლევის თანახმად, როცა დილა გვიან იწყება, ადამიანი არის ცუდ განწყობაზე, უჩნდება მეტაბოლიზმის პრობლემები, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების წარმოშობას განაპირობებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გვიან იძინებს და ადრე იღვიძებს, ძილის ნაკლებობის გამო ის ბევრ სირთულეს აწყდება, აღარ არის შრომისუნარიანი, უჭირს გონებრივად ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, უქვეითდება მეხსიერება.