ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის მეორე მატჩში შვედეთის “როზენგარდთან” გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლის პირობას აძლევს.
” არსებობს ღირსეული წაგება. არსებობს ბოლომდე ბრძოლა. განმეორებითი მატჩისთვის ჩვენ მხოლოდ ამას გპირდებით, როგორც ყოველთვის! წინასწარ გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!”- ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
1/16 ფინალის მეორე მატჩს ჩვენებური გოგონები შვედურ გუნდთან 17 დეკემბერს გამართავენ სტუმრად.
ცხრა დეკემბერს თბილისში, ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე გამართული პირველ მატჩში “ლანჩხუთი” მეტოქესთან 0:7 დამარცხდა.