გასული 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსზე ჩატარებული 21 პსრ ტესტიდან დადებითი არცერთი პასუხი არ გამოვლენილა.
გვიან საღამოს ჩატარებული სწრაფი ტესტების შედეგად კი ინფიცირების 2 შემთხვევა დადასტურდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსი შუა ფარცხმაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 789 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 484-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია 10.