ჩოხატაურში კორონავირუსზე ჩატარებული სწრაფი ტესტების შედეგად ინფიცირების კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სწრაფი ტესტების შედეგად კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა დაბაში, ბუკნარში, ამაღლებაში და ზემო ფარცხმაში.
სწრაფი ტესტების შედეგებს სამედიცინო ცენტრში კიდევ ელოდებიან.