აშშ, რუსეთში საკონსულოებს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, საკონსულოების მუშაობას ვლადივოსტოკში და ეკატერინებურგში აჩერებს.
CNN – ის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე ვაშინგტონის მხოლოდ ერთი დიპლომატიური წარმომადგენლბა, მოსკოვში აშშ-ის საელჩო დარჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია, აშშ-ის ფედერალურ მთავრობებზე და სხვა ობიექტებზე განხორციელებულ კიბერშეტევებთან.
მომხდარში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რუსეთი დაადანაშაულა.
პომეპეომ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი რეალურ საფრთხედ რჩება – ,,ყველა ჩვენგანისთვის, ვის\ც თავისუფლება გვიყვარს“.
,,მუდმივად მეკითხებინ ვინ არის ჩვენი მტერი და ჩემი პასუხი ისაა, რომ უამრავის ისეთი, ვისაც ჩვენი ცხოვრების, რესპუბლიკისა და ძირითადი დემოკრატიული პრინციპების შერყევა სურს, ცხადია, რუსეთი ამ სიაშია,“ – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.