21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.
· ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 184 668-მდე.
· სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 78, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628 საიდანაც:
· 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 903, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 347.
· ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 526, აჭარაში – 133, იმერეთში – 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 40, იმერეთში – 63.
· 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 – თბილისში, 800- აჭარაში, 123 – იმერეთში.
· 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 221, აჭარაში – 141, ხოლო იმერეთში – 7.
· სულ 6 ოქტომბრიდან – 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 20 741 პირი.
· ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 992 პირი, აჭარაში – 5 187, იმერეთში – 6 088.