ანტარქტიდაზე კორონავირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, COVID-19 ანტარქტიდაზე, ჩილეს შეიარაღებული ძალების კვლევითი სადგურის პერსონალს დაუდასტურდა.
გავრცელებული ცნობით, ბერნარდო ო’ჰიგინსის ბაზაზე მინიმუმ 36 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 26 არმიის პერსონალი და 10 სამოქალაქო კონტრაქტორი, რომლებიც ბაზაზე მუშაობდნენ.
ჩილეს შეიარაღებული ძალების განცხადებით, ყველა ინფიცირებული იზოლაციაშია გადაყვანილი და მუდმივად კონტროლდება ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. მათივე თქმით, ჯერჯერობით არანაირი გართულება არ არის.
მუდმივად დაკომპლექტებული სამეცნიერო სადგური, რომელსაც ჩილეს არმია მართავს, მდებარეობს ჩრდილოეთით ანტარქტიდის ნახევარკუნძულის წვერთან და გადაჰყურებს ყინულს, რომელიც ხშირად აისბერგებით არის განლაგებული.
ცნობისთვის, ანტარქტიდა, აქამდე ერთადერთიი კონტინენტი იყო, სადაც კორონავირუსის გავრცელება არ მომხდარა.