ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 30 გურიაში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
სულ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 216 843-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 194 705-მდე, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.