ვერძი: მარტინი ფითრით – ვერძები ბუნებაზე გიჟდებიან, უყვართ არყის შემცველობის სასმელი, ამიტომაც ფითრით გაფორმებული მარტინი მათ სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.
კურო: ბრენდი ალექსანდერი – კურო ტრადიციების მოყვარულია, თუმცა ხანდახან სიახლეებიც უყვარს. ამ სასმელის გემო კლასიკურისა და თანამედროვეს კომბინაციაა. ასე რომ, კურო ყველაზე მეტად მისი მირთმევით ისიამოვნებს.
ტყუპები: მარგარიტა კოწახურით – ეს არის ტეკილა, რომელიც გაგიქრობთ ყოველგვარ სიმორცხვეს და თავდავიწყებით გართობას შეძლებთ. გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ ვერ ბედავდით.
კირჩხიბი: საკე – ეს არის იაპონური ალკოჰოლური სასმელი, ჯინჯერის არომატით. თქვენ ამ ახალ წელს რაღაც განსაკუთრებული, გამოირჩეული სასმელი გჭირდებათ. მისი საშუალებით თავდაჯერებულობას იგრძნობთ.
ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიირთვათ ვისკი, Winters Truce – ამბობენ, რომ თქვენს მეფურ ბუნებას სწორედ ეს სასმელი შეესაბამება.
ქალწული: ახალ წელს კოქტეილი Let it Sloe მიირთვით – ეს სასმელი თქვენს დღესასწაულს ცოტაოდენ მაგიურობას შეჰმატებს.
სასწორი: საშობაო მოჰიტო – ეს სასმელი ბედნიერების განცდას მოგიტანთ და ახალი წლის სიხარულს გაგიმძაფრებთ.
მორიელი: Apple Pie Moonshine – ეს კოქტეილი თქვენთვისაა. ის გაგრძნობინებთ, რომ ზღაპრული ახალი წელი დაიწყო.
მშვილდოსანი: ასტროლოგებმა თქვენ კოქტეილი Sugared Cranberry Mimosa შეგირჩიეს – ეს კოქტეილი კოწახურის არომატით თქვენი საყვარელი სასმელი გახდება.
თხის რქა: მიირთვით კოქტეილი Scotch Spice – ახალ წელს ის ყველანაირ პრობლემას დაგავიწყებთ.
მერწყული: Absinthe Eggnog – თქვენ გამორჩეული და განსხვავებული გემო გჭირდებათ, სწორედ ამიტომ შეგირჩიეთ ეს კოქტეილი. გარდა განსხვავებულისა, Absinthe Eggnog-ს დღესასწაულისა და გართობის არომატი აქვს.
თევზები: Spiced Americano – ერთი ჭიქა და თქვენ ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ წვეულებაზე თავდავიწყებით გაერთობით. ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორედ Spiced Americano-ს წყალობით გადება თქვენი ახალი წელი დაუვიწყარი.