2021 წლის დადგომასთან ერთად ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
1-ელ იანვარს როტაციით, პორტუგალიამ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა კი შვედეთი გახდა.
ლისაბონის უფლებამოსილების ვადა 6 თვეს გაგრძელდება.
„ეს პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა პორტუგალიისთვის მიიღოს ესტაფეტა გერმანიისგან და კანცლერ ანგელა მერკელისგან“, – ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ twitter-ზე დაწერა.