წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის შედეგად, ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.