დღეს, დილით, ქალაქ ოზურგეთში ხანძარი იყო _ დაიწვა წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართული.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
“ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს, გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად. მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა!“
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით.