ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ვაქცინის შემოტანას ერთ თვეში პროგნოზირებს _ თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებებში “სერიოზული არხებია” ჩართული, მათ შორის არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ასევე, იმ ქვეყნების ელჩები, რომელი ქვეყნებიც არიან მწარმოებლები.
რაც შეეხება ვაქცინას, ცერცვაძე პირველ არხთან საუბარშიც იმეორებს, რომ ყველაზე დიდი ალბათობის ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ და ჩინურ ვაქცინას შემოტანენ, რადგან “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინების შენახვის პირობები ქვეყანას არ აქვს:
“ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ამიტომ მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინის (“ფაიზერისა“ და „მოდერნას“). მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით 95%-მდე როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“.
თუ ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე შემოვა, მე პირადად მივესალმები ამას. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა“, – ამბობს ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჩინეთს 5 ვაქცინა აქვს და მისი რეიტინგი მაღალია: “ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”, _ ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
წყარო: mtavari.tv