„გურია ნიუსთან“ საუბრისას, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განაცხადა, რომ სწავლის განახლების შესაძლებლობა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
„მე დავუკავშირდი ჩოხატაურში ჯანდაცვის წარმომადგენელს, ქალბატონ ნატო ჯიბუტს, რომელაც მითხრა, რომ უნდა დაველოდოთ 14 რიცხვს და შემდეგ გახდება ცნობილი სწავლის აღდგენის საკითხი ჩოხატაურში, ამიტომ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ“,_ გვითხრა სიხარულიძემ.