ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს სახელი -Sakartvelas – ოფიციალურად დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ ლიეტუვა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ლიტვამ დაამტკიცა “საქართველო” (საქართველოს) როგორც მისი ოფიციალური სახელი საქართველოსთვის, რაც ნიშნავს, რომ იგი გამოყენებული უნდა იქნას ყველა ოფიციალურ ლიტვურენოვან დოკუმენტებში.
”დოკუმენტში, „სახელმწიფოთა ოფიციალური სახელები“, ამოიშალოს სახელი Gruzija და შეიცვალოს იგი Sakartvelas-ით,“- წერია რეზოლუციაში.
ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება 2018 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბების 100 წლისთავის აღსანიშნავად მიიღო, თუმცა დოკუმენტებში ოფიციალურ სახელწოდებად ამ დრომდე Gruzija რჩებოდა.