,,დონალდ ტრამპი ისტორიაში აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტის სახელით შევა“, – ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო WSET.COM ავრცელებს.
მისივე თქმით, 6 იანვარს კაპიტოლიუმში არა მხოლოდ იმ შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, რომელიც ამერიკული დემოკრატიის სახლია, არამედ ის პრინციპები გათელეს, რაზედაც ამერიკაა დაფუძნებული.
„ოთხშაბათი იყო დამსხვრეული ვიტრინების დღე სწორედ აქ, შეერთებულ შტატებში. მათ არა მხოლოდ იმ შენობის კარებები ჩაამსხვრიეს, რომელიც ამერიკული დემოკრატიის სახლია, მათ გათელეს ის პრინციპები, რაზედაც ჩვენი ქვეყანაა დაფუძნებული,“
პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანი არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობდა. იგი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ცდილობდა ხალხის შეცდომაში შეყვანით. დონალდ ტრამპმა, როგორც ლიდერმა, კრახი განიცადა. ისტორია მას, როგორც ყველაზე ცუდ პრეზიდენტს დაიმახსოვრებს“, – „ტვიტერით“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, თუმცა არეულობას 5 ადამიანის, მათ შორის ერთი პოლიციელის, სიცოცხლე ემსხვერპლა.