გურიაში, უახლოესი დღეების განმავლობაში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„დღეს, დღის პირველ ნახევარში შენარჩუნდება წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლჭყაპი. ბახმაროში უფრო წყალნარევი დიდი თოვლია მოსალოდნელი. ღამით გამოიდარებს. დღის განმავლობაში უნალექო თბილი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს დაახლოებით +13, +14 გრადუსი სითბო იქნება დაბლობ რაიონებში, მთებშიც 8-9 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი. ხვალ ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +13, +18 გრადუსი, მთაში +10, +15 გრადუსი, მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
14 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან კვირის ჩათვლით ამინდი მკვეთრად იცვლება. ეს დაკავშირებულია ევროპის ტერიტორიიდან არქტიკული ცივი ჰაერის მასების შემოსვლასთან, რომელიც ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე შავ ზღვას გადაივლის და შემდეგ კიდევ უფრო გაციებული დასავლეთ საქართველოს და გურიას დღის საათებში. შესაძლებელია, რომ 15 იანვარს გურიის მთაგორიან რაიონებში წვიმა თოვლში გადავიდეს და თოვლჭყაპი იყოს. 17 იანვარსაც სუსტი თოვა იქნება. 15-16 იანვარს მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი. შესაძლებელია, კვირას დღის და ღამის ტემპერატურა გათანაბრდეს.
ღამით მოსალოდნელია 0, +5 გრადუსი. დღისითაც +1, +6 გრადუსი იქნება. სიცივე შენარჩუნდება 18-19 იანვარსაც. მოსალოდნელია ღამის საათებში ყინვის გაძლიერება“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.