მდინარე რიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის ტერიტორიაზე მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ მეჩეჩზეა ჩარჩენილი.
მოვარდნილმა წყალმა გამოსასვლელი ადგილები დატბორა, რის გამოც პირმა ვერ მოახერხა გამოსვლა. ვარაუდობენ, მამაკაცი ან მწყემსია, ან მეთევზე, ან მონადირე.
შემთხვევის ადგილზე საჭირო გახდა დამატებითი, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სპეციალისტების გამოძახება.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიც.