კაცი სიტყვას რომ იტყვი, უნდა შეასრულო , _ ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის _ კიდევ ხომ არ დაბრუნდება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში? _ განაცხადა.
“პირველი წასვლის შემდეგ მე უკან დავბრუნდი, რადგან მაშინ გუნდი იყო გამოუცდელი. მე ვეხმარებოდი გუნს, რომ მყარად ჩამოყალიბებულიყო და პარტია დაფუძნებულიყო. მე ვხედავდი, რომ ვერ ხერხდებოდა ეს.
გაჩნდა ხიფათი, რომ შეიძლებოდა ქართული ოცნება დაშლილიყო. მე შემოვბრუნდი გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და ახლა სხვა პოლიტიკური ძალაა ქართული ოცნება. და ახლა ვტოვებ სოლიდდურ გუნდს, რომელსაც ქართული ოცნება ქვია. რაც შემეძლო ყველაფერი ჩავდე” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.