არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს, რომელსაც ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაჭრის ფაქტი დაახლოებით, ორი დღის წინ მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულია ერთი პირი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved