ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, გირჩი და ელეკო ელისაშვილი თამაშობენ ქართული ოცნების თამაშს და და მათი პარლამენტში შესვლით პარლამენტის არსი არ შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ავტომატურად გაწევრიანდებიან ქართულ ოცნებაში.
თარხნიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არც მგრელიშვილს, არც გირჩს და არც ელისაშვილს არავინ არ ეკითხება იმას, თუ ვის მიავლენს ევროპული საქართველო მოლაპარაკებებზე.
„რთულია არასერიოზული ხალხის არასერიოზულ განცხადებებზე პასუხი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გირჩი და ალეკო ელისაშვილი ფაქტობრივად თამაშობენ ქართული ოცნების თამაშს და ნებსით თუ უნებლიედ მათ წისქვილზე ასვახევნ წყალს.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ განცხადებებს, არავის არ ეკითხება, არც მეგრელიშვილს, არც გირჩს და არც ელისაშილს იმას, თუ ვის მიავლენს ევროპული საქართველო ამა თუ იმ მოლაპარაკებაზე. ამას წყვეტს პარტია და შესაბამისად, ასევე გაგრძელდება.
მეორე, ევროპული საქართველო, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილი, რჩება თავის პოზიციაზე და ეს პოზიცია შემდეგია: პირველი, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია არსებული სხვადასხვა სახის კრიზისიდან. მეორე, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში, მესამე, უნდა ჩაატაროს თვისობრივად ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და მეოთხე, ვითხოვთ პოლიტპატიმრების უპირობო გამოშვებას. ეს არის ჩვენი პირობები და დათქმები, ამ ოთი დათქმის შიგნით, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, დისკუსიაში და არაერთხელ გამოჩნდა, რომ ევროპული საქართველო და მთლიანად ოპოზიცია საკმაოდ მოქნილია შეთვაზებებში, თუმცა ჩვენ მრავალ შეთავაზებაზე ხელისუფლებისაგან მივიღეთ უარი. ჩემი ღრმა რწმენით, ქართული ოცნება იძულებული იქნება, რომ დათმობაზე წამოვიდეს, რაც შეეხება ნებისიმიერ მანიპულაციას, რომ თვითმართველობის არჩევნები იყოს პლებისციტის საკითხი, ამისთის არსებობს პლებისციტი და თუ ვატარებთ, ჩაატარონ პლებისციტი და არა ის, რომ არჩევნებს მივაბათ კუდები.
ძალიან სამწუხაროა, რომ ელისაშვილმა და გირჩის ნარჩენებმა თუ განაყოფმა ეს გზა აირჩია, მაგრამ ეს მათი არჩევანია და ეს რეალობას ვერ შეცვლის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფეხს შედგამს ამ ერთპარტიულ პარლამენტში, ფაქტობრივად წევრიანდება ქართულ ოცნებაში, როგორც ეს გააკეთა ე.წ ევროპულმა სოციალისტებმა და ამით, რეალობა და პარლამენტის არსი ნამდვილად არ შეიცვლება.“ – განცახდა თარხნიშვილმა.