ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე, _ ამის შესახებ ინფორმაციას თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).
ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია.