გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დადასტურებულია ინფიცირების 2610 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2401 ინფიცირებული პირი, ხოლო გარდაცვლილია 23.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 209 შემთხვევა.