ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში, როგორც გვატყობინებენ, ახლაც თოვს, თუმცა, ჯერჯერობით, თოვლის საფარი არაა მაღალი და რაიმე დაბრკოლება არცერთი მიმართულებით არ შექმნილა.
_ ჯერჯერობით, შუქიც გვაქვს, გზაც და წყალიც. ამ წუთებშიც თოვს, სამსახურში ვარ დილიდან, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგნელმა მთისპირში, მაია ჩავლეშვილმა.
ასევე, საიმედო პასუხი გაგვცა სოფელ სილაურიდან, მერის წარმომადგენელმა, გოგიტა ჯანხოთელმა:
_ არაა დიდი თოვლი. წინა დღით რომ იყო, იმაზე მეტი კი არის, თუმცა, ამას რაიმე გართულება არ გამოუწვევია. კარგად ვართ, _ გვითხრა მან.